უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან ჰუმანიტარული დახმარებისთვის თანხები გამოჰყო
გამოყოფილი თანხით მუნიციპალიტეტმა არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები შეიძინა. ჰუმანიტარული ტვირთი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიგზავნა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მიმდინარებს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ჩაერთნენ
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, უკვე გაიხსნა სპეციალური შტაბი, სადაც ნებისმიერ მსურველს არამალფუჭებადი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეუძლია
უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს