დაღუპული ბავშვების რაოდენობის სიმბოლოდ, ლვოვში 109 ცარიელი ბავშვის ეტლი დადგეს

ლვოვის ცენტრში ბავშვის 109 ცარიელი ეტლი დადგეს – რუსი ოკუპანტების ხელით დაღუპული ბავშვების რაოდენობის სიმბოლოდ.

აქციის მიზანია, მსოფლიოს ყურადღება მიიპყრონ იმ დანაშაულზე, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ჩადის. ამასთან, აქცია ერთგვარი მიმართვის ფორმაა მსოფლიოს ლიდერებისთვის, რომ ჩაკეტონ უკრაინის ცა.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რომელიც დილით გავრცელდა, უკრაინაში ომს 109 ბავშვი შეეწირა,  სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი, 2 წლის ბავშვი დაიღუპა ნოვიე პეტროვცში.