„დედების სივრცე“ 1 წლის გახდა – თეატრში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა [ვიდეო]

„დედების სივრცე“ 1 წლს გახდა. რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატულ თეატრში  ორგანიზაციის საიუბილეო  ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება „დედების სივრცისა“ და მრავალშვილიან ოჯახთა კავშირის „მტევანი“ ორგანიზებით ჩატარდა.

ორგანიზატორებმა მრავალშვილიან დედებს 3 მარტი საკონცერტო ნომრებით და სხვადასხვა საჩუქრით მიულოცეს.

მაყურებელს მოზარდებმა  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს.

დედების სივრცის ხელმძღვანელის ლია კოშაძის განცხადებით,  ორგანიზაციის მიზანია, მშობლები მეტად მზად იყვნენ შვილებთან ურთიერთობისთვის.

რუსთაველი დედები შეხვედრებს კვირაში ერთხელ სხვადასხვა სპიკერთან ერთად მართავენ.