თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო შექმნილი გადაადგილების პრობლემა ამ ეტაპზე 33 სოფელში სრულად მოიხსნა.
რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეტეოროლოგიური პირობების შედეგად გადაადგილების პრობლემები შეიქმნა, განსაკუთრებულად რთული ვითარებაა თეთრიწყაროში, სადაც გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ადგილზე დამატებით სხვადასხა ტიპის მძიმე ტექნიკის მობილიზება განხორციელდა.
მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი წიკლაურის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, აქტიური სამუშაოები ხორციელდება შეხვეტილას თემის 9 სოფელსა და ჩხიკვეთის თემის 2 სოფელში, სადაც გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.
მოსახლეობა საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით ინტენსიურ რეჟიმში მარაგდება.