უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ქვეყნებს, არ დარჩნენ ნეიტრალურები და შეუერთდნენ ომის საწინააღმდეგო კოალიციას.
„ამ დროის განმავლობაში ჩვენ ევროკავშირი ახალ დონეზე გავაერთიანეთ. ფორმალურზე მაღლა. ომის ექვსი დღე არის, როგორც 30 წელი. ამიტომ ევროკავშირი გვპასუხობს „დიახ“. ჩვენ დავიწყეთ გაწევრიანების სპეციალური დაჩქარებული პროცედურა. ჩვენი დიპლომატები და ჩვენი მეგობრები აერთიანებენ მსოფლიოს უკრაინის და კიდევ უფრო მეტად მთელი მსოფლიოსთვის. ნეიტრალურმა შვეიცარიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, თავად სახელმწიფოსა და კომპანიების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ – ნეიტრალურმა შვეიცარიამ. მაშ რას ელოდებიან სხვა ქვეყნები? ჩვენს ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეუერთდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ერთი კვირის წინ ითვლიდა. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა ნეიტრალურად დარჩენა არ შეიძლება!“, – განაცხადა ზელენსკიმ.