თეთრიწყაროში გადაადგილების პრობლემა ამ ეტაპზე 19 სოფელში სრულად მოიხსნა[ვიდეო]

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო შექმნილი გადაადგილების პრობლემა ამ ეტაპზე 19 სოფელში სრულად მოიხსნა. ინფორმაციას ქვემო ქარლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს

განსაკუთრებულად რთული ვითარებაა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სადაც გზების გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი უწყებების ჩართულობით 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე დამატებით 19 ერთეული სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკის მობილიზება განხორციელდა. მოსახლეობა საჭირო მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით ინტენსიურ რეჟიმში მარაგდება.

ამ დროისთვის უკვე გახსნილის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 19 სოფელი: იფნარა, სამღერეთი, შიხილო, აბელიანი, ხოპისი, ლიპი, ახალსოფელი, ზირბითი, გოლთეთი, წინწყარო, მაწევანი, დურნუკი, ქოსალარი, ჩხიქვთა, სამშვილდე, დაღეთი, ჭივჭავი, დიდგორი და დრე. ასევე მიმდინარეობს სოფელი გოხნარის, საფუძვრების და შამთა-ვანათი-ღვევის გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მხარის პირველი პირი, დიდთოვლობის გამო,

შექმნილ ვითარებას, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგნლებთან ერთად, მონიტორინგს 24 საათის განმავლობაში უწევს.