კომპანია ,,რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,რუსთავის წყალი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“4 მარტს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ელექტროენერგიის მიწოდება შუწყდება კომპანია ,,რუსთავის წყლის” ხრამის სათავე ნაგებობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 4 მარტის დილის 10:00 საათიდან 4 მარტის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

„რუსთავის წყალი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია რუსთავისწყალი აბონენტებს წინასწარ, sms-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.”- ნათქვამია განცხადებაში.