საქართველოში კორონავირუსის 817 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 3 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 33 ქვემო ქართლში აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 553 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,47%, ბოლო 14 დღის – 6,64%, ბოლო შვიდი დღის – 4,45%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 644 112 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 604 595 გამოჯანმრთელდა, 16 681 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 846 431 აცრა, დღიურად აცრილია 1 750.
ამასთან, 22 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 067 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი.