კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოში კორონავირუსის 1 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 9 790 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. დღე-ღამეში ქვემო ქართლში 63 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 671 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 14,11%, ბოლო 14 დღის – 22,6%, ბოლო შვიდი დღის – 18,07%.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 620 639 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 539 413 გამოჯანმრთელდა, 16 306 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 823 646 აცრა, დღიურად აცრილია 188.