კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოში კორონავირუსის 910 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 8 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი. ქვემო ქართლში 39 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 685 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: .დღიური – 13,61%, ბოლო 14 დღის – 20,44%, ბოლო 7 დღის – 17,28%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 626 282 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 562 614 გამოჯანმრთელდა, 16 398 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 826 144 აცრა, დღიურად აცრილია 92.

ამასთან, 6 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 002 პაციენტი, გარდაიცვალა 28.