კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში 3 198 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი. ქვემო ქართლში  78 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 873 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,12%, ბოლო 14 დღის – 16,83%, ბოლო შვიდი დღის – 14,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 633 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 581 376 გამოჯანმრთელდა, 16 505 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 830 741 აცრა, დღიურად აცრილია 1 279.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 695 პირი.