კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია

საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში 16 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 021 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 461 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,26%, ბოლო 14 დღის – 3,65%, ბოლო შვიდი დღის – 2,89%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 623 453 გამოჯანმრთელდა, 16 739 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 857 215 აცრა, დღიურად აცრილია 1 950.