კორონავირუსის დღიური სტატისტიკა ისევ გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 1 053 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 2 067 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. 37 ახალი შემთხვევა აღირიცხა ქვემო ქართლში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 614 ტესტი,  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,87%, ბოლო 14 დღის – 7,19%, ბოლო შვიდი დღის – 4,78%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 643 295 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 601 578 გამოჯანმრთელდა, 16 678 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 844 372 აცრა, დღიურად აცრილია 1 661.