საქართველოში კორონავირუსის 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 036 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. რეგიონში აღირიცხა 39 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 22 903 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,05%, ბოლო 14 დღის – 3,92%, ბოლო შვიდი დღის – 3,12%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 243 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 622 432 გამოჯანმრთელდა, 16 730 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 855 078 აცრა, დღიურად აცრილია 1 672.