კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 3 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 4 692 ადამიანი გამოჯანმრთელდა,  კორონავირუსით გარდაიცვალა 32 პაციენტი.

რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კოვიდ ვირუსი ბოლო 24 საათში 192 ადამიანს დაუდასტურდა. კვირის განმავლოაბში რეგიონში 2 000-ზე მეტი დადებითი შემთხვევა აღირიცხა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 50%-ით დავალია. მხარეში ძირითადად “ომიკრონის” შტამი ცირკულირებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 075 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 19,13%, ბოლო 14 დღის – 24,39%, ბოლო შვიდი დღის – 19,67%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 616 159 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 517 856 გამოჯანმრთელდა, 16 231 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 822 060 აცრა, დღიურად აცრილია 992.