საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 9 003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში 286 ახალი შემთხვევა აღირიცხა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 37 226 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 18,39%, ბოლო 14 დღის – 25,18%, ბოლო შვიდი დღის – 20,73%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 612 319 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 513 164 გამოჯანმრთელდა, 16 199 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 820 546 აცრა, დღიურად აცრილია 3 410.
კარანტინის რეჟიმშია 0, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 479 ადამიანი გადის.
ამასთან, 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 840 პაციენტი, გარდაიცვალა 25.