გაზრდილი ტარიფი შიდასაქალაქო სამარშრუტო ტაქსებზე – საკითხზე კომისიამ იმსჯელა[ვიდეო]

რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტზე, სამარშრუტო ტაქსების მიერ სამგზავრო ტარიფის გაზრდის საკითხზე იმსჯელეს საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე.

 

 

სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა გადამზიდი კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ბერიძემ განაცხადა, ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება უკანონოა  და ფასის ზრდა დასაბუთებულად უნდა მოხდეს. მისივე თქმით, ტარიფის ცვლილებას კანონის ფარგლებში, საკრებულო არეგულირებს.

გადამზიდი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა, პროფკავშირის წარმომადგენლებთან ერთად სხდომა დატოვეს.

კომისიის წევრების განცხადებით,  უახლოეს დღეებში შეიქმნება ტრანსპორტის საკითხის შემსწავლელი დროებითი სამუშაო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მოწვეული სპეციალისტებით, გადამზიდი კომპანიების და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატის შეხვედრა, უახლოეს დღეებში ჩაინიშნა.