რუსთავის შიდასაქალაქო ტრანსპორტზე, სამარშრუტო ტაქსების მიერ სამგზავრო ტარიფის გაზრდის საკითხზე იმსჯელეს საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე.
გადამზიდი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა, პროფკავშირის წარმომადგენლებთან ერთად სხდომა დატოვეს.
კომისიის წევრების განცხადებით, უახლოეს დღეებში შეიქმნება ტრანსპორტის საკითხის შემსწავლელი დროებითი სამუშაო კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მოწვეული სპეციალისტებით, გადამზიდი კომპანიების და პროფესიული კავშირის წარმომადგენლებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო ფორმატის შეხვედრა, უახლოეს დღეებში ჩაინიშნა.