რუსთავში შიდასაქალაქო, კერძო მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი ისევ 80 თეთრია. მესამე დღეა მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ.
მძღოლების განცხადებით, მგზავრობის ღირებულების გაზრდა, ძირითადად საწვავზე ფასების მომატებამ გამოიწვია.
ინფორმაციისთვის, მგზავრობის ტარიფის გაძვირების საკითხზე ოთხშაბათს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია იმსჯელებს.
ალეკო ბერიძის განცხადებით, აქვთ რეკომენდაცია, რომ შემცირდეს მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი მანამდე, სანამ კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსების ტარიფის საკითხი გადაწყდება.