რთული მეტეოლროგიური პირობების გამო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ათეულობით სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი
მაჟორიტარის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამაშველო სამსახურები სტიქიასთან გასამკლავებლად საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოიები, თუმცა ძლიერი თოვის გამო, გზების გასუფთავება ვერ ხერხდება.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს ფეხით გაევლოთ რამოდენიმე კილომეტრიანი გზა და ჰუმანიტარული პროდუქტით, მედიკამენტებით მოემარაგებინათ სოფლებში დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მოსახლეობა. ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს.”– აცხადებს გოგი მეშველიანი
ინფორმაციისთვის, მოსახლეობას საჭირო ინფორმაციის მისაღებად შეუძლია დარეკოს მუნიციპალიტეტის ცხელ ხაზზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს: 598 59 94 71, 591 30 40 22