მე-7 მიკრორაიონში ერთ კორპუსში 3 ლიფტი გაქურდეს

რუსთავში ლიფტები ისევ გაქურდეს. როგორც TV4-ს ადგილობრივებმა აცნობეს, მე-7 მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამი ლიფტის ნაწილებია მოპარული.

კორპუსში მცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ, რაც ლიფტით სარგებლობა ვერ შეძლეს, ხელოსანს დაუკავშირდნენ. ადგილობრივებმა მხოლოდ ამის შემდეგ გაიგეს, რომ ლიფტის ნაწილები მოპარულია.

ინფორმაციისთვის, რუსთავში ლიფტების გაქურდვის შემთხვევები არაერთხელ, სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირდა.