რუსთავში მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე 500-მდე, ხოლო მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 700-მდე ნერგი ირგვება.
ასევე მიმდინარეობს სეზონური სამუშაოები, როგორიცაა ხეების გადაბელვა და მოთიბვა.
“რუსთავ სერვისცენტრის” თანამშრომლები ღამის საათებში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოებაც ასრულებენ.