შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტები აღკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და რეგიონების პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 12 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირი ამხილეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ბინების და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, სულ ამოღებულია: “მაუზერის” ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. “აბრეზი”, „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, „აკს 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, “კალაშნიკოვის” სისტემის 2ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „VALTER-SUPER-X“-ის მოდელის სანადირო თოფი, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სასიგნალო შაშხანა, 2 სასიგნალო ვაზნა, ცეცხლსასროლი რევოლვერი, „მაუზერის“ სისტემის თვითნაკეთი წესით დამზადებული გლუვლულიანი გადაჭრილი თოფი – ე.წ.
“აბრეზი”, ქარხნული წესით დამზადებული 1 ცალი კარაბინი, ქარხნული წესით დამზადებული, „იჟ-18-ე“ მოდელის გლუვლულიანი თოფი, “მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ჩეზეს“ ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კოლტის“ ფირმის რევოლვერი, ,,ვალტერის“ ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, “ARAL 1071”- ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კარაბინი“-ს მოდელის შაშხანა, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „GOVERMENT“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, თვითნაკეთი რევოლვერი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1799 საბრძოლო ვაზნა, 28 მჭიდი და „რგდ“-ის ტიპის 5 ხელყუმბარა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.