პროფკავშირების ორგანიზებით სისხლის დონაციის აქცია  გაიმართა

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ორგანიზებით, სისხლის დონაციის აქცია გაიმართა. რუსთავის “აზოტის” ქარხნის თანამშრომლებმა სისხლი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაიღეს.

სისხლის დონაციის აქცია, ნაციონალური სისხლის ბანკის ხელშეწყობით, დღეს დაიწყო და მაღალი აქტივობის შემთხვევაში, ხვალაც გაგრძელდება.

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე აღნიშნავს, რომ მათი დახმარება უკრაინის მიმართ დონაციით არ შემოიფარგლება.

მისივე თქმით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება 29 მარტს პარლამენტის წინ უკრაინისადმი სოლიდარობისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას გამართავს.