როგორი იქნება მედიათეკა – რუსთავის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული[ფოტო]

რუსთავში დავით კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის და მედიათეკის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`299`988  ლარია.

მედიათეკის პროექტზე რუსთავის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. როგორც ქალაქის პირველმა პირმა 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თითოეული პროექტი ახალგაზრდების ინიციატივების და მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდება.

როგორი იქნება მედიათეკა – გთავაზობთ სატენდერო დოკუმენტაციაში დართულ რენდერებს.

 

 

მიმდებარე სკვერის რენდერები: