რუსთავში დავით კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის და მედიათეკის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4`299`988 ლარია.
მედიათეკის პროექტზე რუსთავის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. როგორც ქალაქის პირველმა პირმა 29 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თითოეული პროექტი ახალგაზრდების ინიციატივების და მოსაზრებების გათვალისწინებით განხორციელდება.
როგორი იქნება მედიათეკა – გთავაზობთ სატენდერო დოკუმენტაციაში დართულ რენდერებს.
მიმდებარე სკვერის რენდერები: