პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის “საქართველოს განვითარების პარტიამ” კანდიდატის მოხსნის მოთხოვნით ცესკოს მიმართა. პარტიიდან რუსთავსა და გარდაბნის სოფლებში შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატად ვახტანგ იაშვილი იყო წარდგენილი. როგორც პარტიის პრესსამსახურში Tv4-ს განუცხადეს, პარტიამ ცესკოს კანდიდატის მოხსნის განცხადებით, გუშინ მიმართა.
საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის წარდგენილი კანდიდატები არიან:
41 “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”- ირაკლი შატაკიშვილი
59 საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია – კამალ მურადხანოვი
34 საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა სოციალური სამართლიანობისთვის – მამუკა ტუსკაძე