რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული გია ბერიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იყო

უკრაინაში მებრძოლი გია ბერიაშვილი, რომელიც 18 მარტს დაიღუპა, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან იყო.
ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი მწუხარებას გამოთქვამს გია ბერიაშვილის გარდაცვალების გამო და სოციალურ ქსელს ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

” მწუხარებას გამოვთქვამ უკრაინაში, ბოლნისელი მებრძოლის, გია ბერიაშვილის დაღუპვის გამო.

დღითიდღე გვიახლოვდება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული არნახული აგრესია, რასაც უამრავი ადამიანის , მათ შორის ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე ეწირება.

ვუთანაგრძობ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების : გია ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავას ოჯახებსა და ახლობლებს. მათ საკუთარი სიცოცხლე გასწირეს, იბრძოდნენ და სწამდათ, რომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდნენ.

დიდება გმირებს!” – წერს გოგი მეშველიანი

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპნენ. ბოლო მონაცემებით დაღუპულია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა.