რუსთავის თეატრში სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ტრადიციული სამოსი“ ჩატარდა

სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრისა და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით,  რუსთავის თეატრში სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ტრადიციული სამოსი“ ჩატარდა.

მოეწყო  მე-18, მე-19 საუკუნეების პერიოდში გამოყენებადი ავთენტური სამოსის გამოფენა.  ასევე წარმოდგენილი იყო თენგისზ ურთმელიძის გამოფენა ” სუხიშვილების ოქროს ხანა”.

გამოფენის დათვალიერების შემდეგ ადგილზე მისულმა  სტუმრებმა  კონფერენციის შედეგად  ტრადიციული სამოსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.