რუსთავის მერიის ადმინისტრაციის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. სამსახურის ახალი უფროსი მიხეილ მუზაშვილი იქნება. ინფორმაცია TV4-ს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დაუდასტურეს.

მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მიხელ მუზაშვილი ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი დღეიდან იქნება.  მიმდინარე წლიდან მუშაობდა ასევე მუნიციპალიტეტის მერიის “რუსთავის კორპუსის” მთავარ იურისტად. 2021 წლიდან მიმდინარე წლამდე იყო სხვადსხვა კერძო კომპანიის მთავარი იურისტი. 2018 წლიდან არის შპს “საერთაშორისო საადვოკატო კომპანიის” დამფუძნებელი დირექტორი. 2014-2015 წლებში მუშაობდა ასევე, რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში, იურისტის პოზიციაზე.

განათლება:

09.2003 – 06.2008 – იურისტი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი, იურისტი, მაგისტრთან გათანაბრებული