ჟიული შარტავას დაბადებიდან 78-ე წელთან დაკავშირებით,ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა.
წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სხვა წევრებმა ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ჟიული შარტავას წელს 78 წელის შეუსრულდებოდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს ჟიული შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. 2004 წელს ჟიული შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.