დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ქალაქ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას, 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეძლებენ.
განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: რუსთავი, კოსტავას ქ.N20; გორი, სამების ქუჩა N1; ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
ამ ეტაპზე, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
სააგენტოს უკვე გადმოეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქალაქ რუსთავში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები აშენდება.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://idp.gov.ge/statement-79/