რუსთავში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა[ვიდეო]

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული 60 წლამდე ქალია, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

როგორც კლინიკა “რუსთავში” TV4-ს განუცხადეს, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და ზედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდება. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები: