რუსთავში ორგანიზაცია “დედების სივრცის” მორიგი შეხვედრა გაიმართა [ვიდეო]

რუსთავში ორგანიზაცია “დედების სივრცის” მორიგი შეხვედრა გაიმართა. საუბრის თემა ამჯერად სტრესი და სტრესმედეგობა იყო.  დედებმა სტრესის დაძლევის და გამკლავების შესახებ ისაუბრეს.

ორგანიზაცია “დედების სივრცის” ხელმძღვანელი ლია კოშაძე TV4-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ბავშვებზე უარყოფითად აისახება . სწორედ ეს გახდა დღევანდელი თემის შერჩევის მიზეზი.

ინფორმაციისთვის, რუსთაველი დედები შეხვედრებს კვირაში ერთხელ სხვადასხვა სპიკერთან ერთად მართავენ.