დილიდან რუსთავის კერძო მიკროავტობუსების ნაწილში მგზავრობა 80 თეთრი გახდა [ფოტო]

რუსთავში კერძო მიკროავტობუსების ნაწილში დილიდან მგზავრობის ტარიფი 80 თეთრია. კერძო მარშუტკებით მგზავრობა 30 თეთრით გაძვირდა.

როგორც TV4-თან ქალაქში მოძრავი კერძო მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი ამბობს, მგზავრობის ფასის ცვლილება საწვავის გაძვირებამ გამოიწვია.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურის მხრიდან მონიტორინგი მიმდინარეობს და მძღოლების ნაწილმა მგზავრობის ტარიფი თვითნებურად გააძვირა.