რუსთავში უკრაინის მხარდასაჭერი ტურნირი ჩატარდა

საჩოგბურთო კლუბ ACE-ს ორგანიზებით, რუსთავში უკრაინის მხარდასაჭერი ტურნირი ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა 50-მდე მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო.

საქველმოქმედო ტურნირს რუსთავის კორტებმა უმასპინძლა.

ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ითამაშეს. გამარჯვებულებს თასები და მედლები გადაეცათ, ტურნირში შემოსული თანხა კი უკრაინის დასახმარებლად, ფონდში ჩაირიცხება.