რუსთავში, ფონიჭალასა და თბილისში ნარკორეალიზატორები დააკავეს [ვიდეო]

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 ნარკორეალიზატორი დააკავეს:  1987 წელს დაბადებული ა.კ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1980 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.მ., 2000 წელს დაბადებული ა.გ., 1985 წელს დაბადებული მ.ბ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ტ. უ.

 სამართალდამცველებმა თბილისში, ფონიჭალასა და რუსთავში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – “ბუპრენორფინის”, „ჰეროინისა“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

უწყების ცნობით, პოლიციამ, ბრალდებული მ.თ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”, 5 ძირი მცენარე კანაფი და ელექტროსასწორი. ა.გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, ასანთის 10 კოლოფში დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტროსასწორი. ბრალდებულებისგან ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ 1968 წელს დაბადებული რ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 24 აბი „სუბუტექსი“.

ასევე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 1980 წელს დაბადებული გ. ს. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 43 აბი ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინი”.

თბილისში სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “სირეცი” და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.ასევე თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში1 993 წელს დაბადებული ს.რ. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ “ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული თ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, თ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 4 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.