საკრებულოს ორ კომისიას თავჯდომარეები “ნაციონალური მოძრაობიდან” ეყოლება [ვიდეო]

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ, ნანა შატბერაშვილი აირჩიეს. სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას კი ვაჟა მორგოშია უხელმძღვანელებს.

ორივე კომისიას თავჯდომარე “ნაციონალური მოძრაობიდან” ეყოლება. კომისიების თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს საკრებულოს წევრებმა “ქართული ოცნებიდან”.

მმართველი გუნდის დეპუტატები კენჭისყრამდე ითხოვდნენ კანდიდატებთან კითხვების დასმის შესაძლებლობას. მათი თქმით, კენჭისყრის პროცედურამდე, მნიშვნელოვანი იყო გაეგოთ,  კომისიის კანდიდატების ხედვები, თუ როგორ აპირებდნენ მუშაობის გაგრძელებას არჩევის შემთხვევაში და ამის შემდეგ გადაწყვეტდნენ, მიიღებდნენ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას.

“ქართული ოცნების” დეპუტატების მოთხოვნას საკრებულოში შემავალი ოპოზიციური წევრების პროტესტი და კამათი მოჰყვა. მას შემდეგ,. მას შემდეგ, რაც საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მმართველი გუნდიდან საკრებულოს წევრებმა სხდომა დატოვეს და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მმართველი გუნდიდან საკრებულოს წევრების განცხადებით, მათი უფლება, დაესვათ კითხვები და გაეგოთ კომისიის კანდიდატების ხედვები, საკრებულოს თავმჯდომარემაც ვერ უზრუნველყო.

კენჭისყრა “ნაციონალური მოძრაობის” და პარტიის “საქართველოსთვის” დეპუტატების მონაწილეობით გაგრძელდა და კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.

სამი კომისიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი საკრებულოს შემდეგ სხდომაზე განიხილება, რომელიც, სავარაუდოდ, აპრილის თვეში გაიმართება.