აქტივისტები ალექსანდრე ბარავკოვისთვის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმებას ითხოვენ [ვიდეო]

სამოქალაქო აქტივისტები ალექსანდრე ბარავკოვისთვის საპატიო მოქალაქის წოდების გაუქმებას ითხოვენ.

დღეს აქტივისტებმა მუნიციპალიტეტის მერიასთან განცხადება გააკეთეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნოდარ შეროზიას მიმართეს მოუხსნას საპატიო რუსთაველის წოდება სამშობიარო სახლის დირექტორს.

Მოთხოვნის ავტორები სამშობიარო სახლში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და აცხადებენ, რომ რამდენიმე თვეა მედპერსონალი კლინიკაში ანაზღაურების გარეშე მუშაობს.

Შეგახსენებთ, შრომის ინსპექციამ რუსთავის სამშობიარო სახლი შეამოწმა და კლინიკას დარღვევების გამოსწორებისთვის გონივრული ვადა მისცა.