ზურაბიშვილმა ზელენსკის თხოვნით მიმართა, დააბრუნოს ელჩი საქართველოში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, საქართველოში უკრაინის ელჩი დააბრუნოს.

„ჩემი საპარლამენტო მოხსენებისას, საქართველოს მთავრობას მივმართე, დაებრუნებინა ჩვენი ელჩი უკრაინაში ასევე, დღეს აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ, ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ, დააბრუნოს ელჩი, რათა ჩვენ ორ ერს შორის, ამ უმძიმეს წუთებში, კავშირი სრულიად გამყარდეს და იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის წლიური მოხსენებით გამოსვლას პარლამენტში ესწრებიან პრემიერი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ეკლესიის წარმომადგენლები.