დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
6 მარტის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 825 833 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 351 828 ადამიანი, 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 47.0%;
სრულად ვაქცინირებულია 1 248 790 ადამიანი, 18 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 43.5%;
“ბუსტერ” დოზით აცრილია 222 408 ადამიანი.
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 050 (2.28%); სრულად აცრილია – 3 177 (1.79%);
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 532(15.45%); სრულად აცრილია- 11 091 (13.68%)
5 მარტს ჩატარდა 550 აცრა.