საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ბოლო 24 საათში 2 831 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 17 პაციენტი. რაგიონში დღე-ღამეში 29 ახალი შემთხვევა აღირიცხა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 620 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 7,54%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 639 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 594 011 გამოჯანმრთელდა, 16 612 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 838 287 აცრა, დღიურად აცრილია 1 301.