საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც რუსთავში უნდა აშენდეს, ბინა 800 დევნილ ოჯახს გადაეცემა

რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სააგენტოს გადაეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახები, ახალ ბინებს, დასრულებული რემონტით მიიღებენ.

ქალაქ რუსთავში საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს, განაცხადის გაკეთება 1-ლი აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:
• რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
• გორი, სამების ქუჩა N1;
• ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
ამ ეტაპზე, რუსთავში ბინის მოთხოვნით, განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ.