საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული

რუსთავში, ტაშკენტის N7-ში, საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. სადარბაზოში ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს.