გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლას ქარმა სახურავი ახადა. შემთხვევის დროს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად, არავინ დაშავებულა.განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სახურავის შეკეთებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. მათივე ცნობით, სახურავის შეკეთება უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.