ტაძრებში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ეტაპი უკრაინაში გაიგზავნა

საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი გაიგზავნა.

“დავითიანნის” წარმომადგენლის, ნიკოლოზ ცხომელიძის თქმით, უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად, პირველ ეტაპზე 5 ტონა ტვირთი გაიგზანა.

მისივე თქმით, ქვეყნის მოქმედ ტაძრებში, უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული დახმარების მიღება ოთხშაბათიდან განახლდება.

“იცით, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრებში ჰუმანიტარული ტვირთის მიღება დაიწყო. ეს არის პირველადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, პროდუქტები, მედიკამენტები და ა.შ. პირველი ეტაპი დასრულდა და 5 ტონა გავაგზავნეთ გუშინ. თუმცა, კიდევ ბევრი ნივთია შეგროვილი და მიმდინარეობს დახარისხება.

რაც შეეხება მეორე ეტაპს – დახმარების მიღება ოთხშაბათს დაიწყება. დილის 11:00 სათიდან 18:00 საათამდე იქნება მიღების პერიოდი და სავარაუდოდ, მეორე ნაწილი შემდეგ კვირას გაიგზავნება. ასე რომ ვისაც ექნება სურვილი შეუძლია ნივთები მოიტანოს”, – აღნიშნა ნიკოლოზ ცხომელიძემ.