მსოფლიო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის მოლოდინშია. დიპლომატიური ფრონტის პარალელურად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ომის მე-11 დღეს ოკუპანტებმა ქალაქ ახტირკაშითბოელექტროსადგური დაბომბეს.
რუსული ჭურვების სამიზნე გახდა ჟიტომირის ოლქის ქალაქ ოვრუჩის 15 საცხოვრებელი სახლიც. ცეცხლი უკიდია და მიწასთან არის გასწორებული სახლები გოსტომელში. ხარკოვი, სადაც მთელი ღამე ჭურვები ცვიოდა, ამ დრომდე ჰუმანიტარული კორიდორის მოლოდინშია.
უკრაინის პრეზიდენტი ბოლო ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ უკრაინელები დანებებას ომის მე-11 დღესაც არ აპირებენ.
“როცა არ გაქვს იარაღი და გესვრიან, შენ კი არ გარბიხარ; როცა არ გაქვს ჯავშანი და შენსკენ ჯავშანტრანსპორტიორები მოდის და შენ არ მიდიხარ; ამიტომ ოკუპაცია დროებითია, ის ხელოვნურია. ჩვენი ხალხი, ჩვენი უკრაინელები უკან არ იხევენ, ისინი არ ნებდებიან, არ წყვეტენ წინააღმდეგობას, ისინი ოკუპანტებს უყვირიან “წადით სახლში”. ჰერსონშითავისუფლების მოედანი მთელი უკრაინაა. კონოტოპის ქუჩები, სადაც ადგილობრივები ოკუპანტებს უყვირიან “უკრაინა”, უკრაინა, რომელიც ჩვენ ვიცით, გვიყვარს, ვიცავთ და არც ერთ მტერს არ დავუთმობთ,” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.