უკრაინელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ჩაერთო. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბიზნესმენებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სურვილის შემთხვევაში საშუალება აქვს დაეხმაროს უკრაინელ ხალხს.
ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება მოხდება მიმდინარე წლის, 2 მარტის ჩათვლით, 14:00 საათამდე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში.
საკონტაქტო პირი- დავით ჩადუნელი 599 851 941
ინფორმაციისთვის, უკრაინას სოლიდარობას უცხადებს ქვემო ქართლის რეგიონი – რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზებას უზრუნველყოფს.