უარი სატელეფონო ლიმიტებზე, საწვავსა და ავტომობილებზე – “ნაციონალური მოძრაობის” ბრიფინგი[ვიდეო]

უარი სატელეფონო ლიმიტებზე, საწვავსა და ავტომობილებზე – რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ბრიფინგი გამართეს.

განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  მისი თქმით, დაზოგილი თანხა მოხმარდება საზოგადოებას და მიემართება რუსთავში, გაჭირვებული მოქალაქეების ფონდში.

ჯამში “ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისთვის” გამოყოფილი თანხა საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში დაახლოებით, ნახევარ მილიონს აღწევს.

“ვფიქრობთ, რომ ახლა ამ მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეს თანხები, რომელიც ხმარდებოდა საკრებულოს აპარატის თანამდებობის პირებს, მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ხელისუფლების უგუნური  ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა. გაუძვირდა ტარიფები, გაუძვირდა პირველადი მოხმარების საგნები, და ეს არის საშველი საქმე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს ასე უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა. ასე უნდა მოიქცეს დღეს ყველა ჩინოვნიკი, და ველით გამოხმაურებას. აქ, ამ ქალაქში მერიის ჩინოვნიკებისგან.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ