,,ქალთა შრომითი უფლებები, გამოწვევები და პერსპექტივები” – შეხვედრა გაიმართა

,,ქალთა შრომითი უფლებები, გამოწვევები და პერსპექტივები” – რუსთავში დასაქმებული ქალებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რუსთავის აზოტის საამქროში დასაქმებული ქალები ესწრებოდნენ.

მთავარი თემა სამუშაო ადგილზე ქალების გამოწვევები იყო. დამსწრე საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღო, მათი უფლებების და პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ.

შეხვედრა საქართველოს მეტალურგთა, სამთო  და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და მისი წევრი აზოტის მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით, გაიმართა.